Iverioni
«    ივლისი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2020 (1)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
9-12-2014, 18:52
ნანახია: 746

ირაკლი ღარიბაშვილი: ლარის კურსზე საგარეო ფაქტორებმა იქონია გავლენა!

"ლარის კურსთან დაკავშირებით მოვლენები განვითარდა ისე, როგორც ველოდით", - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

  ღარიბაშვილის  თქმით, ლარმა დაიწყო გამყარება, დღეს უკვე ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში არის 1,92, ხოლო ბაზარზე - 1,88.


"დოლარი გამყარდა ყველა ვალუტის მიმართ მსოფლიოში. ასევე უნდა აღინიშნოს რეგიონში არსებული რთული ეკონომიკური ვითარება, რამაც გავლენა მოახდინა ჩვენს სავაჭრო ბალანსზე. ეს იყო საგარეო ფაქტორები, რამაც იქონია გავლენა ლარის კურსზე. ჩვენი ოპონენტების მხრიდან საგანგებოდ ითესებოდა მიზანმიმართული პანიკა და ხელოვნურად იქმნებოდა აჟიოტაჟი. ჩვენი ოპონენტები და ზოგიერთი ექსპერტი ამბობდა, რომ თითქოს ლარის გაუფასურება საგარეო ინვესტიციბის შემცირებამ გამოიწვია. დღეს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან მიმართებაში გამოქვეყნებული მონაცემები ცხადყოფს, რომ ეს იყო მიზანმიმართული ტყუილი და მცდელობა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის", - განაცხადა პრემიერმა.