Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
9-11-2012, 14:35
ნანახია: 912

ვიაჩესლავ კოვალენკო: ახალი მთავრობა საქართევლოს ავტორიტეტს დაუბრუნებს

"მადლობა ღმერთს, ქართველი ხალხი გამოფხიზლდა", _ აცხადებს რუსეთის ყოფილი ელჩი საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკო. რუსულ სააგენტო "რეგნუმისთვის"  მიცემულ ინტერვიუში ელჩი აღნიშნავს, რომ  საქართველოში მუშაობის დროს იგი თვალს ადევნებდა, თუ როგორ ცდილობდა ქვეყნის ხელმძღვანელობა საუკუნოვანი ისტორიის მქონე ერის ტრადიციების შეცვლას და დასავლური ცხოვრების წესის დანერგვას. 


"საკუთარ თავს ვეკითხებოდი: ნუთუ ქართველი ხალხი  ის ერია, რომელიც თავის დამოუკიდებლობას და ადათ-წესებს ისე დათმობს, ისე გაწყვეტს მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობას, რომ არც კი დაფიქრდება ამის შედეგებზე?" _  აღნიშნავს ელჩი. 


კოვალენკოს აზრით, საქართველოში ახალი ლიდერის გამოჩენამ გამოაფხიზლა ქართველი ხალხი. მისი განცხადებით, ახლადდანიშნულ პრემიერ-მინისტრს სურს, სახელმწიფოებრივი ინტერესები მაღლა წამოწიოს და საერთაშორისო არენაზე მისდამი პატივისცემა და ავტორიტეტი დააბრუნოს.


რუს დიპლომატს მიაჩნია, რომ  რუსეთის დამოკიდებულება არასდროს შეცვლილა ქართველი ხალხის მიმართ, მიუხედავად ყოფილ ხელისუფლებასთან არსებული პრობლემებისა.
აღსანიშნავია, რომ ვიაჩესლავ კოვალენკო საქართველოში რუსეთის ელჩის პოსტს 2006 წლიდან 2008 წლამდე იკავებდა.


ამჟამად კოვალენკო  რუსეთის ელჩია სომხეთში.