Iverioni
«    ნოემბერი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
ნოემბერი 2019 (12)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
10-12-2014, 12:54
ნანახია: 643

სახალხო პარტია:-

   ,,სახალხო პარტია" ხუდონჰესთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

   როგორც ცნობილია, ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის აზრი არაერთგვაროვანია.  საკითხს ამწვავებს ისიც, რომ ამ ჰესის მშენებლობის უფლება ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიას  - "ტრანსელექტრიკს" ჰქონდა, რომელმაც ვერა და ვერ განუმარტა ქართულ საზოგადოებასა და ადგილობრივ მოსახლეობა, თუ როგორ იქნებოდა გათვალისწინებული ქვეყნისა და მოსახლეობის სამართლიანი მოთხოვნები.

   7 დეკემბერს, სტუდენტებთან შეხვედრაზე, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახი კალაძემ ხუდონჰესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ხელისუფლებაში არის საუბარი იმაზეც, რომ ეს  "პროექტი  თვითონ სახელმწიფომ განახორციელოს, სტრატეგიულობიდან გამომდინარე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და მთავრობაში ამაზეც მიმდინარეობს  მსჯელობა".

   მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი ჯერ მხოლოდ მსჯელობის საგანია, გვსურს გამოვთქვათ იმედი, რომ სახელმწიფო ამ პროექტის განხორციელებას თავის თავზე აიღებს.

მინისტრის ამ სიტყვებმა მაშინვე გამოიწვია რიგი პარტიების თუ პერსონების უარყოფითი რეაქცია. 

   საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, სახელმწიფოს მხრიდან ხუდონჰესის აშენება წარმოუდგენელია. სახელმწიფო ინტერესებზე აპელირებს ბატონი დავით მირცხულავაც: "ხუდონჰესის პროექტის სახელმწიფოს მიერ აშენება დიდი ტვირთი იქნება სახელმწიფოსთვის", სწუხს ბატონი დავითი (ამ სფეროში კრიმინალური წარსულის მქონე), რომელიც ამავდროულად ხუდონჰესის მაშენებელი ინდური კომპანიის "ტრანსელექტრიკის" ტექნიკური ხელმძღვანელია.

   თავისი თანამდებობიდან გამომდინარე, გასაგებია რაც აწუხებს ბატონ მირცხულავას, მაგრამ მაინც გვინდა შევეკითხოთ - როდის იყო სახელმწიფოებრივ ინტერესებს ითვალისწინებდით ოდესმე ბატონო დავით და ბატონო ზურაბ?  ერთ მაგალითს ხომ არ გვეტყოდით, როცა სახელმწიფოებრივმა ინტერესებმა თქვენი ჯიბის ინტერესები გადასძალა?

   მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიკავოს პრინციპული სახელმწიფოებრივი პოზიცია  და   ჩამოიყალიბოს ის ენერგეტიკული სტრატეგია, რომელიც იქნება ქართველი ხალხის ინტერესებში.

   ,,სახალხო პარტიას" ამ დარგშიც გააჩნია თავისი ხედვები და კონცეფცია და მზად არის საპასუხო ინტერესის შემთხვევაში  გაუზიაროს ხელისუფლებას".