ირაკლი ღარიბაშვილი: შესაძლოა, შსს-ს უსაფრთხოების ბლოკი გამოეყოს!

ირაკლი ღარიბაშვილი: შესაძლოა, შსს-ს უსაფრთხოების ბლოკი გამოეყოს!

შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებისა და რეგორგანიზაციის მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს  მდივანს დავით სუჯაშვილს სამუშაო ჯგუფის შექმნა დაავალა. პრემიერის ინიციატივით, სამუშაო ჯგუფი, რომლის  შემადგენლობაში  მთავრობის, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, უცხოელი და ქართველი ექსპერტები შევლენ, შინაგან საქმეთა სამინისტროდან უშიშროების სამსახურის გამოყოფის საკითხზე იმუშავებს. აღნიშNულზეაღნიშნული განცხადება  ღარიბაშვილმა  მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.


"მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ საკითხი, რომელიც თავის დროზე იყო "ქართული ოცნების" დაპირება - შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყოს უსაფრთხოების ბლოკი და მოხდეს შს სამინისტროს რეფორმირება. მე დავავალე უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ახალ მდივანს, შექმნას სამუშაო ჯგუფი. ამას სჭირდება კარგი დაგეგმარება, რათა მოხდეს რისკების გათვლა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ შეგნებულად არ შევეხეთ ამ საკითხს, რადგან  იყო გარდამავალი პერიოდი, იყო გამოწვევები. დღეს არის ის დრო, რომ ჩვენ დავიწყოთ  მსჯელობა, შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, რომელიც იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე, ღია. ყველას მიეცემა საშუალება პროცესში ჩართულობის. დავსხდნენ და ერთად ჩამოვყალიბდეთ, რომელი მოდელი აჯობებს ჩვენს რეალობაში, ქართულ რეალობაში. საქართველოსთვის როგორი მოწყობა იქნება ყველაზე ოპტიმალური. შესაძლოა, შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების ბლოკი გამოეყოს, სადაც სპეცსამსახურები შევლენ და ცალკე იქნება პოლიცია. ეს არის იდეის დონეზე, მაგრამ თუ რა ფორმით განხორციელდება ის, ამაზე  სამუშაო ჯგუფი იმსჯელებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: