მიმდინარეობს თბილისის შემოსავლელი გზის რეაბილიტაცია
თბილისის შემოსავლელ გზაზე დაზიანებული გლდანულას ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია დაესწრო.
მინისტრის მოადგილემ თბილისის შემოსავლელი გზის სრულიად ახალი მშენებარე მონაკვეთიც მოინახულა, რომელიც მეწყრულ ზონაში მდებარეობს. გზის აღნიშნული მონაკვეთი ერთ-ერთი ურთულესია.
გაკეთდა ბურჯების გამაგრება ლითონის კონსტრუქციებით. ხიდის დაზიანებული ნაწილზე იგეგმება ასფალტის დაგება.