კახა კალაძე: პოლიტიკოსების უმთავრესი მოვალეობაა, უზრუნველვყოთ თითოეული მოქალაქის დაცულობა!

კახა კალაძე: პოლიტიკოსების უმთავრესი მოვალეობაა, უზრუნველვყოთ თითოეული მოქალაქის დაცულობა!

  სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ თანამედროვე ცივილიზაციის მთავარი მოთხოვნა- დაცული, თავისუფალი და თანასწორი მოქალაქე მხოლოდ სურვილად არ დარჩეს. განცხადება ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ გააკეთა.

 
"66 წლის წინ, გაერო-ს საერთაშორისო დეკლარაციაში ადამიანთა უფლებების შესახებ გაკეთდა ჩანაწერი: ყველა ადამიანი იბადება თანასწორი თავისი ღირსებებით და უფლებებით.
თანამედროვე მსოფლიოს მოქალაქის მთავარი ღირებულებაა - თავისუფლება. მიუხედავად ამისა, ყველა ქვეყანაში ირღვევა ადამიანის უფლებები და სამწუხაროდ, არც საქართველოა გამონაკლისი.
თითოეული ჩვენგანის: კანონმდებლების, საზოგადოებრივი ჯგუფების და ცნობადი სახეების, სახელმწიფო სამსახურების, პოლიტიკოსების უმთავრესი მოვალეობაა, უზრუნველვყოთ ქვეყანაში თითოეული მოქალაქის დაცულობა - საქართველოში არ უნდა ხდებოდეს ძალადობა ბავშვებზე, ქალებზე და მოხუცებზე, არ უნდა ხდებოდეს ძალადობა ეთნიკური თუ კონფესიური ნიშნის მიხედვით, სახელმწიფო უნდა იყოს იმის გარანტი, რომ თანამედროვე ცივილიზაციის მთავარი მოთხოვნა - დაცული, თავისუფალი და თანასწორი მოქალაქე არ დარჩეს თითქმის საუკუნის წინ მხოლოდ ქაღალდზე დაწერილ სურვილად, ვინაიდან არანაირ წინსვლას, ეკონომიკურ თუ სოციალურ განვითარებას არ აქვს აზრი ძალადობის და შეუწყნარებლობის ფონზე", - აღნიშნულია ვიცე-პრემიერის განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: