გოჩა ლორთქიფანიძე: იუსტიციის სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში!

გოჩა ლორთქიფანიძე: იუსტიციის სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში!

  გაეროს ოფისში, ჟენევის მოლაპარაკების 30-ე რაუნდი დასრულდა. მხარეებმა სამუშაო შეხვედრები ორ ჯგუფში გამართეს. საქართველოს იუსტიციის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე მონაწილეობდა. როგორც ლორთქიფანიძე აღნიშნავს, იუსტიციის სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული ჟენევუს მოლაპარაკებების პროცესში.


"იუსტიციის სამინისტრო აქტიურად მონაწილეობდა ჟენევის მოლაპარაკებების 30-ე რაუნდში. კერძოდ, ჩვენი ჩართულობა განსაკუთრებით ინტენსიური იყო ძალის სამართლებრივად მავალდებულებელი ცალმხრივი განცხადების  საკითხზე მუშაობის პროცესში;  ასევე,  მეორე სამუშაო ჯგუფის ფორმატში, სადაც  პრინციპულად დავაყენეთ საკითხები იმ უარყოფითი შედეგების შესახებ, რაც მოაქვს  სოხუმსა და მოსკოვს შორის ბოლო დროს გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას", - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

 როგორც ლორთქიფანიძემ აღნიშნა,  განხილულ იქნა იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის საკითხები.

"კონფლიქტის  ზონაში მცხოვრები მოსახლეობის დაცვის თვალსაზრისით, გაერო-ს ადამიანის უფლებების კომისრის ეგიდით, კვლავ წამოვჭერით კონფლიქტის ზონაში ადამიანის უფლებათა  მისიის მოწვევის საკითხი", - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში  9 დეკემბერს  ორმხრივი საინფორმაციო შეხვედრები შედგა,  10 დეკემბერს კი ჟენევის მოლაპარაკებების ძირითადი ნაწილი გაიმართა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებებში ფორმატის შექმნის პირველივე დღიდან მონაწილეობს. სამუშაო ჯგუფში წამოჭრილი ნებისმიერი საკითხის - მათ შორის, ძალის გამოუყენებლობის საერთაშორისო სამართლებრივი შეფასება, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, სწორედ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრეროგატივაა.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: