თამარ ბერუჩაშვილი: ყარსის დეკლარაციაში საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ პრინციპების ერთგულების მყარი პოზიცია დაფიქსირდა!

თამარ ბერუჩაშვილი: ყარსის დეკლარაციაში საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ პრინციპების ერთგულების მყარი პოზიცია დაფიქსირდა!

  ყარსში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგითი მეოთხე შეხვედრა გაიმართა. დიპლომატებმა რეგიონის განვითარებისთვის ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მხარეებმა კიდევ ერთხელ აღინიშნეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის, როგორც აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელი გზის, მნიშვნელობა.


თამარ ბერუჩაშვილმა შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში რუსეთის ქმედებებზე ისაუბრა. როგორც ბერუჩაშვილმა აღნიშნა, ყარსის დეკლარაციაში სამივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ პრინციპების ერთგულების მყარი პოზიცია დაფიქსირდა.

 შეხვედრაზე მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებასაც.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: