დეპუტატები ბაჩო ახალაიას თავდებით გათავისუფლებას ითხოვენ
საპარლამენტო უმცირესობის 29 დეპუტატი სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს. როგორც "ივერიონისთვის" ამ წუთებში გახდა ცნობილი, ახალაიას ადვოკატმა იმ 29 დეპუტატის მოთხოვნა გადასცა მოსამართლეს, რომლებიც ახალაიას თავდებში უდგებიან. ამასთან, ისინი თანახმა არიან, გირაოს სახით, 20 ათას ლარი გადაიხადონ.
ადვოკატის ეს მოთხოვნა მხოლოდ და მხოლოდ ბაჩო ახალაიას თავდებით განთავისუფლებას ითვალისწინებს.
სასამართლო პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.