წითელას შემთხვევებმა იმატა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ დროულად ჩაიტარონ გეგმიური აცრები. სპეცილისტების ინფორმაციით, ინფექციური დაავადების გავრცელების რისკი საკმაოდ მაღალია. მათი თქმით, ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიურად რეგისტრირდება შემთხვევები და 30 წლამდე მოსახლეობამ უნდა მიიღონ ვაქცინის დოზა.
როგორც ცენტრის გადამდებ დაავადებათა კონტროლის დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, წითელას თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება პირადი ჰიგიენის დაცვა და აცრის გაკეთებაა.