ჯუმბერ კირვალიძე: პაატა ზაქარეიშვილის განცხადება საქართველოს ხელისუფლებამ რეაგირების გარეშე არ უნდა დატოვოს!

ჯუმბერ კირვალიძე: პაატა ზაქარეიშვილის განცხადება საქართველოს ხელისუფლებამ რეაგირების გარეშე არ უნდა დატოვოს!

"პაატა ზაქარეიშვილისთვის სულერთია, ხოლო საქართველოსთვის დამღუპველი!" - აღნიშნულზე  პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

"საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის სრულიად უპასუხისმგებლო და საშიში განცხადება საქართველოს ხელისუფლებამ და ქართულმა საზოგადოებამ რეაგირების გარეშე არ უნდა დატოვოს, რადგანაც მისი შინაარსიდან გამომდინარე, საფრთხე ექმნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას!
საქმე ის არის, რომ ზაქარეიშვილი ვერ არჩევს ერთმანეთისგან ოკუპაციის და ანექსიის ცნებებს, იგი აცხადებს, რომ, რაც 2008 წლის რუსეთის ოკუპაციის შედეგად განხორციელდა - იმაზე მეტი ზიანის მოტანა რუსეთს აღარ ძალუძს!
ზაქარეიშვილის და მის მომხრეთა საყურადღებოდ, დღეს, რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის და მისი "დამოუკიდებლობის აღიარების" შედეგად, ამ ყოფილი ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრის (საოკუპაციო ხაზის!) გასწვრივ მავთულხლართებით დაფიქსირებულ ზოლში წამომართულ "საზღვრის" აღმნიშვნელ დაფებს ასეთი წარწერა აქვთ, რუსულ და ოსურ ენებზე: "გოსუდარსტვენნაია გრანიცა იუჟნოი ოსეტიი"! ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მოახდენს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიას, ანუ "შეიყვანს" მას რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, მაშინ, ზევით აღნიშნული "სასაზღვრო" წარწერა ასეთი სახის იქნება:"გოსუდარსტვენნაია გრანიცა როსისსკოი ფედერაციი"!!!
ახლა კი, ვეკითხები ე.წ. "სახელმწიფო მინისტრს" ზაქარეიშვილს, ამ ორ წარწერას შორის ვერანაირ პოლიტიკურ-სამართლებრივ განსხვავებას ვერ ხედავს?! თუ ვერა, მაშინ ეს პიროვნება არცერთ შემთხვევაში ამ თანამდებობაზე არ უნდა იყოს, საერთოდ, სახელმწიფო სამსახურში არაა მისი ადგილი!!
ხოლო, სხვების საყურადღებოდ მოგახსენებთ, რომ დღევანდელი მდგომარეობით, როცა "სასაზღვრო დაფას" აწერია: "გოსუდარსტვენნაია გრანიცა იუჟნოი ოსეტიი", - საქართველო ინარჩუნებს შესაძლებლობებს, რომ აღნიშნული რეგიონის ქვეყნის იურისდიქციაში დაბრუნების პრობლემა დადებითად გადაწყდეს!.. აი, იმ შემთხვევაში კი, თუ ამ "სასაზღვრო დაფას" ეწერება: "გოსუდარსტვენნაია გრანიცა როსისსკოი ფედერაციი", - მაშინ, საქართველოს არანაირი შანსი აღარ ექნება ცხინვალის რეგიონის ქვეყნის იურისდიქციაში დასაბრუნებლად!!! - მანამ, სანამ რუსეთის ფედერაცია, როგორც სახელმწიფო, არ შეწყვეტს არსებობას!!!
აქედან გამომდინარე:


საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს - სასწრაფოდ გაათავისუფლეთ სახელმწიფო მინისტრის პოსტიდან პაატა ზაქარეიშვილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი "მოღვაწეობის" შედეგად დამდგარ შედეგზე პასუხისმგებლობა მთლიანად თქვენ დაგეკისრებათ!" - აცხადებს კირვალიძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: