თამარ ჩხეიძე: მარგველაშვილი ივანიშვილთან შეუთანხმებელი, დამოუკიდებელი ნაბიჯების გამო ისჯება!
ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარე თამარ ჩხეიძე “ივერიონს“ ქართულ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე ესაუბრა.
- ქალბატონო თამარ, როგორ შეაფასებთ ქარტულ პოლიტიკაში მიმდინარე ცვლილებებს, რას იტყვით პრემიერ-მინისტრის გარემოცვაზე, რომლებმაც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დატოვეს პოსტები?
- არ ვიცი, რომელ დაჯგუფებებს შორის მიმდინარეობს ბრძოლა, მაგრამ ყოველი ცვლილება ივანიშვილისგან რომ მომდინარეობს, აშკარაა. ყოველივე ეს ემსახურება იმ ილუზიის შქმნას, რომ მდგომარეობა გამოსწორდება. ივანიშვილმა ღარიბაშვილის გუნდი თავიდან იმიტომ მოიშორა, რომ მათ შესახებ ბევრი ისეთი რამ გახმაურდა, რაც შეეძლოთ გაუხმაურებლადაც ეკეთებინათ!..
- თქვენ თუ დაუჯერეთ ხმებს პრემიერ ღარიბაშვილის სხვა კადრით ჩანაცვლების შესახებ და ვინ მიგაჩნიათ უკეთეს კანდიდატად?
- სერგეენკო, ალბათ, გაცილებით უკეთესი პრემიერ-მინისტრი იქნება.
- როგორ შეაფასებთ პრეზიდენტისთვის ვეტოს უფლების ჩამორთმევის ალბათობას?
- პრეზიდენტი, ფაქტია, ივანიშვილთან შეუთანხმებელი დამოუკიდებელი ნაბიჯების გამო ისჯება. შეიძლება ჩამოერთვას კიდეც ვეტოს უფლება, თუ, რა თქმა უნდა, უმრავლესობას დაშინებისა და იძულების გზით შეკრებენ!..
ესაუბრა ია ჯღარკავა