ალექსანდრე მარგიშვილი:-",,ჩვენ არ გამოვაცხადებთ ტენდერებს ალეკო მარგიშვილმა იმღეროს, თუ ლელა წურწუმიამ"
ვიცემერის ალექსანდრე მარგიშვილის განცხადებით საახალწლო კონცერტზე მომღერლების შერჩევისთვის მერია ტენდერის ჩატარებას არ აპირებს.
-,,ჩვენ არ გამოვაცხადებთ ტენდერებს ალეკო მარგიშვილმა იმღეროს, თუ ლელა წურწუმიამ, იმიტომ , რომ სავარაუდოდ ალეკო მარგიშვილი უფრო იაფ ფასს მისცემს და ძალიან ცუდ სიმღერას შეასრულებს. ასე რომ ვინც ყველაზე იაფს სთავაზობს ასეთ პროექტებზე არ ნიშნავს, რომ საუკეთესო გამოსავალია. ამიტომაც კეთდება გამარტივებული შესყიდვა და ირჩევა ის შემსრულებლები, რომლებიც ხალხს სჭირდება და შესაბამისად მოხდება ამ შემსრულებლების დაკონტრაქტება", - განაცხადა მარგიშვილმა.