სახალხო პარტიის განცხადება "ენგურჰესის" საკითხთან დაკავშირებით

სახალხო პარტიის განცხადება  "ენგურჰესის" საკითხთან დაკავშირებით

  "ენგურჰესის" საკითხთან დაკავშირებით სახალხო პარტია განცხადებას ავრცელებს:

 

   -"ისტორია ცალსახად მეტყველებს, რომ ოკუპანტებთან და  მათგან მხარდაჭერილ სეპარატისტებთან  გაუაზრებელ დათმობებზე, წინასწარვე წამგებიან, კაპიტულანტურ პოზიციაზე ყოფნა თუ მის სამსახურში არ დგახარ, თავიდანვე წამგებიანია. 

   ,,სახალხო პარტია" ამ მარტივ ჭეშმარიტებას  შეახსენებდა და ჯერ კიდევ 1994 წლიდან  მოუწოდებდა მაშინდელ ხელისუფლებას არ წასულიყო რუსეთთან და  სეპარატისტებთან  უარგუმენტო დათმობაზე  და ,, ენგურჰესის" გამომუშავებული ელექტრო ენერგია არ ექცია სეპარატისტული რეგიონისათვის და რუსეთისთვისაც, ეგზომ საჭირო და თან მუქთა შემოსავლის წყაროდ.  თან ისე, რომ ამ მოვლენას არანაირი დადებითი ზეგავლენა გამოეწვიოს  ოკუპირებულ რეგიონში  მძევლად დარჩენილი ჩვენი მოქალაქეებისათვის.  

   გასული საუკუნის 90 წლებიდან მოყოლებული "ენგურჰესის" რეაბილიტაციაზე საქართველომ 100 მილიონ დოლარზე მეტი ისესხა და დახარჯა.  აფხაზეთში ერთი კილოვატი ელექტოენერგია მხოლოდ 2 თეთრი ღირს  (შეადარეთ ჩვენს ფასებს)  "ენგურჰესიდან" უფასოდ წაღებული ელექტროენერგიის 20 პროცენტს აფხაზები რუსეთში კრასნოდარის მხარეში ჰყიდიან.  ყოვლად მიუღებელია რუსეთში გატანილი დენის ფულს 20 წლის განმავლობაში იხდიდეს ჩვენი მოქალაქეები!

ამ საკითხის დღემდე ასეთი სახით მოტანა არის შევარდნაძის და ნაცმოძრაობის ხელისუფლების, მინიმუმ ანტისახელმწიფოებრივი პოზიციისა  და დანაშაულებრივი უმოქმედობის შედეგი.

   ამჟამინდელმა ხელისუფლებამ მაინც უნდა მიიღოს სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩამოაყალიბოს პრინციპული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. 

მინიმუმ, ის შეიძლება სპეკულაციის საბაბი მაინც გამოვაცალოთ.  რადგანაც ენგურჰესის მთავარი, ყველაზე ღირებული და შრომატევადი  ნაგებობა _კაშხალი,  ცენტრალური ხელისუფლების კონტროლქვეშაა,   შესწალული უნდა იყოს  თუნდაც ნაკლები სიმძლავრის სატურბინო სადგურის და წყალგამყვანი გვირაბების მოწყობის საშუალებაც (მით უმეტს, რომ რეგიონში სხვა ჰესების მშენებლობებიც იგეგმება და შეიძლება მათზე მიბმა), რაც საბოლოოდ მოუსპობს სეპარატისტებს ამ თემაზე სპეკულირების საშუალებას.

ასევე საინტერესოა, რუსების მიერ ხაჯინბას პირით გაკეთებული ეს განცხადება ხომ არ არის ,,ხუდონჰესის" მშენებლობიდან  წინა ხელისუფლებასთან ფარული გარიგებით მიღებული მათი ინტერესის შესაძლო ამოვარდნაზე პასუხი".  

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: