ირმა ინაშვილი: უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საწინააღმდეგო პლაცდარმი იქმნება!

ირმა ინაშვილი: უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საწინააღმდეგო პლაცდარმი იქმნება!

   სააკაშვილი უკრაინაში საქართველოს საწინააღმდეგო პლაცდარმს ქმნის.  აღნიშნულზე "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა  გადაცემა "რეაქციაში ისაუბრა. 

 

  მისი თქმით, საქართველოს სპეცსამსახურებმა უნდა იფიქრონ იმაზე, რომ უკრაინაში საქართველოს საწინააღმდეგო პლაცდარმი იქმნება.


"მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, რომელიც მან სამ ნაწილად დაშალა, ქმნის პლაცდარმს საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ და მე მიკვრის, რომ ამ საფრთხეს ჩვენ სწორად ვერ ვაანალიზებთ. ამ საფრთხეზე ხელისუფლებამ უნდა იფიქროს. ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა დაშალა უკრაინა რუსეთის სასარგებლოდ, ეს იქიდანაც ჩანს, რომ დღეს მისი კადრები ინიშნებიან უკრაინაში. იქ რომ საქართველოს საწინააღმდეგო პლაცდარმი იქმნება, ჩვენმა სპეცსამსახურებმა უნდა იფიქრონ ამაზე", - განაცხადა ინაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: