ნინო ბურჯანაძე: დავრჩებით ტერიტორიად, მაგრამ აღარ გვექნება სახელმწიფოებრიობა, რისი ნიშნებიც უკვე ჩანს!

ნინო ბურჯანაძე: დავრჩებით ტერიტორიად, მაგრამ აღარ გვექნება სახელმწიფოებრიობა, რისი ნიშნებიც უკვე ჩანს!

ევროკავშირი არ შეიძლება იყოს თვითმიზანი,  ეს არის საქართველოს მოგვარების ერთ-ერთი უმთავრესი გზა. ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველოს" ლიდერიმა ნინო ბურჯანაძემ გადაცემა " რეაქციაში" ისაუბრა.

 

"არ შეიძლება, ევროკავშირი თვითმიზანი იყოს, ეს არის საშუალება ქვეყნის პრობლემების მოგვარებისა და დღეს ჩვენი პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი უმთავრესი გზა, მოგვწონს თუ არა, გადის რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე,"განაცხადა ნინო ბურჯანაძემ .

"რატომღაც ქვეყნის სიყვარული გათანაბრებულია იმასთან, რომ თუ ამბობ, ხვალ NATO-ში შევალთო, ქვეყნის პატრიოტი ხარ, თუ ამბობ, რომ ვერ შევალთ და არც გვჭირდება, იმიტომ რომ რუსეთის ბაზა დგას საქართველოს ტერიტორიაზე და ეს ქვეყანას გახლიჩავს და დაანგრევს, მაშინ ქვეყნის მტერი ხარ,"- განაცხადა ბურჯანაძემ.

"ჩვენ დავრჩებით ტერიტორიად, მაგრამ აღარ გვექნება რეალური სახელმწიფოებრიობა, რისი ნიშნებიც უკვე ჩანს,"- აღნიშნა ბურჯანაძემ.  აცხადებს ბურჯანაძე,

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: