გიორგი კვირიკაშვილი: ენგურჰესი მოსახლეობის შემაკავშირებელი გახდება!
"ენგურჰესის მოხმარების რეჟიმი ორივე მხარისთვის მისაღები უნდა იყოს," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
"ენგურჰესი" არის ის ძალიან მცირე რგოლთაგანი, რომელიც დღესაც საშუალებას იძლევა, რომ გარკვეული კავშირი შენარჩუნდეს აფხაზეთის მოსახლეობასთან, ამიტომ ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი გახდება მოსახლეობის შემაკავშირებელი და არა გამყოფი. ამიტომ, ამ ტიპის ნებისმიერი განცხადება არ უნდა ატარებდეს არავითარ შემთხვევაში რაღაც ულტიმატუმის მსგავს ხასიათს", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.