არასამთავრობო ორგანიზაციები 14 დეკემბრის აქციას უერთდებიან
"უფლებადამცველთა გაერთიანება" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ივერიონი" უცვლელად გთავაზობთ:
"14 დეკემბერს, ბათუმში, ერას მოედანზე, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" საპროტესტო აქციას გამართავს, რომლის ძირითადი მოთხოვნაა "დაისაჯოს დამნაშვეები"
აღნიშნული აქციის პათოსსა და მთავარ მიზანს სრულად იზიარებენ არასამთავრობო ორგანიზაციები : "უფლებადამცველთა გაერთიანება", "ყველა თაობა-საქართველოსთვის" "ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია", კოალიცია "უფლებადამცველი", საზოგადოებრივი გაერთიანება "სამართლიანობისათვის", "ადვოკატები ცვლილებებისთვის'' , "იურისტები დემოკრატიის განვითარებისა და სამართლებრივი დახმარებისათვის". ისინი აჭარის მოსახლეობასთან ერთად მოითხოვენ სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმის გასამართლებას.
"უფლებადამცველთა გაერთიანება"და მისი კოლეგები ბათუმში აჭარის მოსახლეობასთან ერთად მოითხოვენ, საქართველოს ხელისუფლებისგან დასრულდეს კოჰაბიტაცია დამნაშავეებთან და ერთხელ და სამუდამოდ დადგეს დამნაშავეთა პასუხისმგებლობის საკითხი, ხალხის მოთხოვნაა, ყველა იმ პირმა აგოს პასუხი, ვინც 9 წლის მანძილზე ქუჩაში ხვრეტდა და აწიოკებდა საქართველოს მოსახლეობას", - ნათქვამია განცხადებაში.