საქართველოს პრეზიდენტმა ლევან დოლიძის განცხადება პოსტის დატოვების თაობაზე დააკმაყოფილა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა NATO-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის ლევან დოლიძის განცხადება პოსტის დატოვების თაობაზე 10 დეკემბერს დააკმაყოფილა.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის ლევან დოლიძეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში NATO-ში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ მთავრობიდან განცხადება შესული არ არის.