გიგი წერეთელი: ბრალდების მხარე ძალიან სუსტი იყო

გიგი წერეთელი: ბრალდების მხარე ძალიან სუსტი იყო

ბაჩო ახალაიას აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა, ხოლო გიორგი კალანდაძე და ზურაბ შამათავა 20 000-20 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.


დაცვის მხარე და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები სასამართლო განაჩენით კმაყოფილები არიან და აცხადებენ, რომ ბრალდების მხარე სუსტი იყო, არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები.


"პროცესი იმდენად იყო საინტერესო, რამდენადაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სუსუტი აღმოჩნდა. საქმეში არ ფიგურირებდნენ დაზარალებულები, წარმოდგენილები იყვნენ მხოლოდ მოწმეები. ცალკ-ცალკე განხილული იყო ახალაიას, შამათავს და კალანდაძის საქმეები. დაცვის მხარის ვერც ერთ შეკითხვას ბრალდების მხარემ დამაჯერებელი პასუხი ვერ გასცა. იმდენად უსაფუძვლო ბრალდებები იყო, რომ ორი ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ხოლო ბაჩო ახალაიას ბრალდებას დაემატა გაურკვეველი ადამიანის ახალი ჩვენება და სწორედ ამიტომ შეეფარდა 55-დღიანი პატიმრობა", _ განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგი წერეთელმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: