მამუკა ლომაშვილი:-"ლილე, ჩვენ შენს გვერდით ვართ!"
აქციის "ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით" ფარგლებში რესტორან "ქვის სახლში" ლილე ჩხეტიანის დასახმარებლად საქველმოქმედო საღამო გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ქართული ესტრადის მომღერლები იღებდნენ. საღამო ღონისძიების ინიციატორს მამუკა ლომაშვილს მიჰყავდა.
ლილეს სიცოცხლის შესანარჩუნებლად ყველა გაერთიანდა და გარკვეული რაოდენობის თანხაც შეგროვდა. ყველა მსურველს იქ დადგმულ ყუთში შეეძლო სურვილისამებრ თანხა ჩაეგდო.
ეს იყო საღამო, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ "ძალა ერთობაშია".