ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

თეა წულუკიანი: რამდენიმე წელიწადში მოსამართლეთა ღირსეული კორპუსი გვეყოლება!

თეა წულუკიანი: რამდენიმე წელიწადში მოსამართლეთა ღირსეული კორპუსი გვეყოლება!

ერთ-ორ წელიწადში, ჩვენ გვეყოლება მოსამართლეთა ღირსეული კორპუსი, რომელიც იმის საშუალებას მოგვცემს, რომ სისხლის სამართლის პროცესის მიმართ აღანაირი კითხვები არ იყოს. ამის შესახებ წულუკიანმა ჟურნალისტებს დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორწლიანი ანგარიშის წარდგენის შემდეგ განუცხადა.


"ეს ძალიან მალე უკვე შედეგს გამოიღებს. რაც შეეხება მომავალ პროცესებს, იქნება ეს ეუთოს, ევროკავშირის ფარგლებში, ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ მართლმსაჯულება, მოსამართლეები იყვნენ თავისი ხელმძღვანელობისგან დამოუკიდებელი, რომ ის აღქმაც კი არ არსებობდეს, რომელიც შეიძლება ხანდახან რომელიმე პროცესს ჩრდილს აყენებდეს. როგორც ODIHღ-ის დასკვნა აჩვენებს, ახლა მთავარია, რომ რეკომენდაციები, რომლებიც გაიცა, უკვე სასამართლოს შიგნით რეფორმირებას მოემსახუროს და ამის შემდეგ, მე ვფიქრობ, ერთ-ორ წელიწადში ჩვენ გვეყოლება მოსამართლეთა ღირსეული კორპუსი, რომელიც იმის საშუალებას მოგვცემს, რომ არანაირი კითხვის ნიშნები არც ერთი სისხლის სამართლის პროცესის მიმართ აღარ იქნება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: