კონსტანტინე კუბლაშვილი: გამოსაცდელი ვადები მოსამართლის დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის!
მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის ბოლო შეხვედრაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.
მოსამართლის სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნა საფრთხეს უქმნის მის დამოუკიდებლობას. აღნიშნული განცხადება უზენაესი სსამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა გააკეთა.
"მე ვარ მომხრე იმისა, რომ არ იყოს ეს გამოსაცდელი ვადა. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ ასეთი ვადები, გამოსაცდელი ვადები საფრთხეს უქმნის მოსამართლის დამოუკიდებლობას",-აცხადებს კუბლაშვილი.