უჩა ნანუაშვილი: 2014 წელს პენიტენციარულ სისტემაში პატიმართა გარდაცვალების რიცხვი კვლავ მაღალია!

უჩა ნანუაშვილი: 2014 წელს პენიტენციარულ სისტემაში პატიმართა გარდაცვალების რიცხვი კვლავ მაღალია!

"2014 წელს პენიტენციარულ სისტემაში პატიმართა გარდაცვალების რიცხვი კვლავ მაღალია", -  განცხადება ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა 2014 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენამდე ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას გააკეთა.

 როგორც ნანუაშვილმა განაცხადა, წლის განმავლობაში დაფიქსირდა სუიციდის ხუთი სავარაუდო ფაქტი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამ მხრივ პროგრამები ასამუშავებელია.

"ეს ეხება უშუალოდ სასჯელაღსრულების სამინისტროს, ასევე პროკურატურას, რომელმაც გამოძიება უნდა ჩაატაროს. არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, არც ერთი საქმე რეალურად ბოლომდე არ მისულა", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: