ელისო ჩაფიძე: ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო!

ელისო ჩაფიძე: ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო!

  უკრაინის ხელისუფლებაში საქართველოს  ყოფილი მაღალჩინოსნების დასაქმება ქვეყნებს შორის  ურთიერთობაზე დადებითად არ აისახება. ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიზემ დღეს გამარტულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დეპუტატმა მათი უკრაინაში დასაქმება ცნობილ ქართულ ანდაზას შეადარა.

"იმედი მაქვს, რომ ის ადამიანები, რომელთაც საქართველოში ვერ მიაღწიეს წარმატებებს, ვგულისხმობ იმავე ჯანდაცვის სფეროს, სააკაშვილის მოღვაწეობას და ასე შემდეგ, უკრაინაში მაინც შეძლებენ, მნიშვნელოვანი კვალი დაატყონ ქვეყნის განვითარებას, მაგრამ მეეჭვება, რომ ადამიანები, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში ასეთი ძალაუფლების პირობებში ვერ აღწევენ ქვეყნის განვითარებას, უკრაინისთვის სასარგებლოები იყვნენ. ამათზეა ნათქვამი: ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო. ვნახოთ, ეს ექსპერიმენტი რა შედეგს გამოიღებს", -  განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: