ეკა ბესელია: სასურველია პროცესი დიალოგის გზით წარიამრთოს!

ეკა ბესელია: სასურველია პროცესი დიალოგის გზით წარიამრთოს!

 აუცილებელია კულტურის სამინისტრომ ყველა დაინტერესებული პირისა და ჯგუფის კითხვებს გასცეს პასუხი.  აღნიშნული განცხადება  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ საყდრისთან არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით გააკეთა.


"ყველა დოკუმენტი და გადაწყვეტილება, რომელიც არის მიღებული, გააცნოს დაინტერესებულ მხარეებს და მე ვისურვებდი, რომ ეს პროცესი წარიმართოს დიალოგის გზით და მაქსიმალურად არსებობდეს ის სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება ამ მგრძნობიარე საკითხზე ყველა კითხვას გაეცეს პასუხი",-განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ კომპანია "არემჯი გოლდმა" საყდრის-ყაჩაღიანის საბადოს ტერიტორიაზე მუშაობა განაახლა. სამუშაობის გაგრძელებისათვის შესაბამისი ბრძანებულება კულტურის სამინისტრომ 12 დეკემბერს გასცა. საბადოზე სამუშაოები პროტესტის მიუხედავად  გრძელდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: