სამბოში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო

სამბოში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო

დღეს  მინსკში სამბოს მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო.  შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით ჩაერთვება.


ქართველი სამბისტები ბელორუსში ორი კვირის წინ ჩავიდნენ და წინასატურნირო დასკვნითი შეკრება სტაიკების ბაზაზე გაიარეს.

ტურნირის პირველ დღეს  ჩემპიონ-პრიზიორები 52, 69 და 90 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან. ხვალ კი  - 57, 74 და 100 კილოგრამებში, ხოლო ზეგ - 62, 82 და +100 კილოგრამებში.

მსოფლიო  ჩემპიონატში საქართველოს ქალთა ნაკრებიც ჩაერთვება, შორენა შარაძე (64 კგ) და ირინე ლეონიძე (80 კგ) საპრიზო ადგილებისათვის ხვალ იჭიდავებენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: