დავით ონოფრიშვილი: სანამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ვარ, ჩემს ფუნქციებს შევასრულებ!
"ჩვენ ჩვენით არ გადავდგებით - არ ვთვლი, რომ რაკი სოზარ სუბარი გავაკრიტიკე, ამისთვის უნდა გადავდგე ან უნდა გადამაყენონ", - აღნიშნული განცხადება პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილმა გააკეთა.
მისი გადაყენება საქმეს არ უშველის და უმჯობესია, თუკი მთავრობა უკეთ იმუშავებს, აღნიშნა ონოფრიშვილმა.
"თუ ვინმე ჩემს გადაყენებას აპირებს, ვნახოთ, რა მოტივაცია იქნება. ამას პარლამენტის წევრთა 76 ხმა სჭირდება. ვიდრე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ვარ, პირუთვნელად, პრინციპულად დავიცავ ჩემს უფლებამოსილებას, ვიზიარებ იმ პასუხისმგებლობას, რომ როცა ადგილი ექნება არამიზნობრივ ხარჯებს ან ბიუჯეტის ათვისებაში ჩამორჩენას თუ სხვას, სწორედაც რომ კრიტიკული ვიყო. სანამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ვარ, ჩემს ფუნქციებს შევასრულებ ისე, როგორც საჭიროა", - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.