სოზარ სუბარი საზოგადოებას სამინისტროს ორი წლის მუშაობის ანგარიშს წარუდგენს
17 დეკემბერს, 11:00 საათზე, საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, პროექტის "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" ფარგლებში, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი საზოგადოებას სამინისტროს ორი წლის მუშაობის ანგარიშს წარუდგენს.
პრეზენტაციას საქართველოს მთავრობის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა წარმომადგენლები დაესწრებიან.