გიორგი კვირიკაშვილი: "სოკართან" და "ინტერ რაოსთან" გაფორმებული ხელშეკრულებები არ გადაიხედება

გიორგი კვირიკაშვილი: "სოკართან" და "ინტერ რაოსთან" გაფორმებული ხელშეკრულებები არ გადაიხედება

მინდა განვაცხადო, რომ კომპანიები "სოკარი" და "ინტერ რაო"  საქართველოს უმსხვილეს ინვესტორთა შორის არიან და მათთან გაფორმებული ხელშეკრულებების გადახედვის საკითხი საქართველოს მთავრობის მხრიდან არ განიხილება.


ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.


სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, მინისტრი განმარტავს, რომ ცალკეულმა მედიასაშუალებებმა მისი  განცხადება კომპანიების "სოკართან" და "ინტერ რაოსთან" დაკავშირებით არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელეს. 


"რაც შეეხება სამომხმარებლო ტარიფის დადგენას, საქართველოს კანონებით, აღნიშნული კომპეტენცია აქვს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას. მხოლოდ ამ უწყებას აქვს უფლება, გადახედოს კერძო კომპანიის სატარიფო პოლიტიკას და სათანადო რესურსის არსებობის შემთხვევაში, ტარიფის შემცირება მოითხოვოს. 


დარწმუნებული ვარ, რომ სწორი ბიზნესგარემოს შექმნით და დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიის მუშაობის მეტი გამჭვირვალობით, შესაბამის ეფექტს  მივაღწევთ", _ აცხადებს მინისტრი. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: