ნაძალადევის გამგეობა "ნაციონალურ მოძრაობას" დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

ნაძალადევის გამგეობა "ნაციონალურ მოძრაობას" დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

ნაძალადევის გამგეობა "ნაციონალურ მოძრაობას" დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და განცხადებას ავრცელებს:

 

   -"პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ გავრცელებული ინფომაცია იმის შესახებ, რომ ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა, სიმართლეს არ შეესაბამება და დეზინფორმაციის გზით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

   ჩარგლისა და გუდამაყრის ქუჩებზე, სანზონა-თემქის მონაკვეთზე, წლების განმავლობაში დაზიანებულ მდგომარეობაში მყოფი გზის საფარის ფრაგმენტული, სარემონტო სამუშაოები დასრულდა. რაც შეეხება ჩარგლის ქუჩის მეორე ნაწილს, სარეაბილიტაციო სამუშაოები გეგმის მიხედვით გაგრძელდება. ქუჩის ფრაგმენტულ შეკეთებას თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური ახორციელებს. ნაძალადევის გამგეობა შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის", - ნათქვამია გამგეობის განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: