რისი ახსნა უნდა პატრიარქისთვის კულტურის მინისტრს

რისი ახსნა უნდა პატრიარქისთვის კულტურის მინისტრს

   კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ამბობს, რომ მისთვის პატრიარქის აზრი და პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ მას ილია მეორესთან შეხვედრა და საყდრისის საკითხზე საქმის დეტალებიდ ახსნა უნდა.

 

   -"მე პასუხს ვაგებ ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ყველა ჩემს ქმედებაზე. არასდროს გავურბოდი და მომავალშიც არ ვაპირებ, რაიმე საკითხზე მსჯელობას გავექცე. აქციაზე, რომელიც სამინისტროსთან გაიმართა, მე არ მოვერიდე, საპროტესტო აქციის მონაწილეებს შევხვედროდი. მე არ გავექცევი ამ პასუხისმგებლობას. მზად ვარ, ნებისმიერ ფორმატში და ნებსმიერ საკითხზე, როგორი მწვავეც არ უნდა იყოს ის, ვისაუბრო და მსჯელობაში მივიღო მონაწილეობა"-განაცხადა კულტურის მინისტრმა გადაცემა "არჩევანში".

 

   მისივე თქმით საყდრისის საბადოს აფეთქება იდეალური გამოსავალი არ იყო, თუმცა შექმნილ სიტუაციაში მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს წარმოადგენდა. გიორგაძე აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების უკან ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არ დგას.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: