კახა შამათავა:-"ერთხელ მაინც ჩავფიქრდეთ, რატომ ვერ ვერთიანდებით?!."

კახა შამათავა:-"ერთხელ მაინც ჩავფიქრდეთ, რატომ ვერ ვერთიანდებით?!."

   აფხაზეთიდან დევნილი კახა შამათავა საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმართავს და დევნილი საზოგადოებისთვის საეთერო დროს დათმობას ითხოვს. ის ასევე მიმართავს დევნილ საზოგადოებას და გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

   -"საზოგადოებრივ მაუწყებელზე პრაქტიკულად ყოველ დღე გადის გადაცემა "სადილის დრო". საქართველოს მოსახლეობას,თავისი მრავალნაციონალური კულინარიული ისტორიით,მაინც,დაჟინებით ასწავლიან(ამეორებინებენ) კულინარიულ "შედევრებს". თითქოს არაფერი,აქვთ თავისუფალი საეთერო დრო და ის შეივსო მოსახლეობისთვის აუცილებელი "საგანმანათლებლო" გადაცემით,საეთერო დროც საინტერესოა 12:40 და გადის 40 წუთი.ახლა ვეკითხები საზმაუწყებელს,თქვე ოჯახაშენებულებო,ჩვენი,დევნილი საზოგადოების ფულითაც ხომ ფინასდებით,რა გახდა კვირაში ერთი საათი საეთერო დრო დევნილ საზოგადოებას დაუთმოთ.ხომ გიწერიათ რომ ასეთი პრობლემები უნდა გააშუქოთ.ხელისუფლება დუმს ამ თემაზე,ნაცხროვის მიერ დახურული აფხაზეთის ტელევიზია ისევ დახურულია,რანაირად მივაწვდინოთ ხმა ჩვენს,როგორც თქვენ ამბობთ თანამემამულეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე,მინისტრის ლაპარაკს ისინი ვერ გაიგებენ,უცხო ენაზე ლაპარაკობს.ასე რომ ეს საკითხიც მოსაგვარებელია,ამას დევნილთა გაერთიანება ჭირდება,საერთოდ რამემ ხომ უნდა გაგვაერთიანოს,აბა შემოგვთავაზოს ვინმემ პარლამენტის წევრობა ხომ არ გინდაო,ერთმანეთის ჩასაძირად გავერთიანდებით,ასეა,მწარე სიმართლეა,ერთხელ მაინც ჩავფიქრდეთ რატომ ვერ ვერთიანდებით,თითქოს ყველა ერთ აზრზე ვდგავართ,რა ან ვინ გვიშლის ხელს,დაფიქრდით მეგობრებო".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: