ეკა ბესელია: ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ფინალური ეტაპი!

ეკა ბესელია: ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ფინალური ეტაპი!

საქართველოს საკანონმდებლო ორგანო ევროპარლამენტის პლენარული სხდომის ტრანსლირებას გეგმავს. სტრასბურგის სესია პირდაპირი ეთერით პარლამენტის კინოდარბაზში გადაიცემა და 14:00 საათზე დაიწყება.


 როგორც საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ფინალური ეტაპი.

"ეს არ არის ჩვეულებრივი და რიგითი მოვლენა. ბუნებრივია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ფინალური ეტაპი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უმრავლესობის ფორმატში ერთად შევხვდეთ ამ ძალიან მნიშვნელოვან თარიღს და გადავინაწილოთ ის სიხარული და ემოცია, რომელიც ყველას გვაქვს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: