დავით ნარმანია: პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენა "პანორამა თბილისთან"არანაირ კავშირში არ არის!

დავით ნარმანია: პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენა "პანორამა თბილისთან"არანაირ კავშირში არ არის!

პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენა "პანორამა თბილისთან" არანაირ კავშირში არ არის, აღნიშNული განცხადება, თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას  განუცხადა.


საკრებულოში დღეს პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებული 11 პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას საკრებულოს დეპუტატები, თბილისის მერი და თავად პროექტის ავტორები ესწრებოდნენ.


"ძალიან საინტერესო 11 იდეა მოვისმინეთ. ეს პრობლემა წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა და პრობლემა გამოიხატება იმაში, რომ ვერც ისტორიული მემკვიდრეობა ვერ მივიღეთ, თუმცა მივიღეთ საცობები. შევარჩევთ პროექტს, რომლითაც განიტვირთება ქალაქის ეს ნაწილი საცობებისგან", - განაცხადა ნარმანიამ.

საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით კი, შესაძლოა მოხდეს ამ პროექტების კომბინირება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: