"კონკურენციის სააგენტოს" ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრის განცხადებას პასუხობს
საზოგადოებას უახლოეს დღეებში წარედგინება ინფორმაცია, თუ რა აქტივობებს ახორციელებს "კონკურენციის სააგენტო" ნავთობის ბაზრის მიმართულებით. აღნიშნული განცხადებით, "კონკურენციის სააგენტოს" ხელმძღვანელი გიორგი ბარამიძე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
"კონკურენციის სააგანეტომ" სრულფასოვანი ფუნქციონირება პირველი ოქტომბრიდან დაიწყო. ამის შემდეგ შეიქმნა მოკვლევითი ჯგუფი. შესასწავლია რამდენიმე საკითხი, მათ შორის ერთ-ერთი აქტულაური საკითხია ნავთოპროდუქტების ბაზრის შესწავლა. ამ ეტაპზე, გამოთხოვილია ინფორმაცია შემოსავლების სამსახურიდან, საქსტატიდან და ასზე მეტ ეკონომიკურ აგენტს შესაბამისი ცნობა გაეგზავნა ინფორმაციის გამოთხოვნის თაობაზე. მიმდინარებს ამ ინფორმაციის დამუშავება, ეს არის საკმაოდ ვრცელი და ტევადი ინფორმაციები. ეს შეეხება 2008-2014 წლის პერიოდს. პრემიერის დავალების შესაბამისად, საზოგადოებას უახლოეს დღეებში წარედგინება ინფორმაციები კონკრეტულად ამ ნაბიჯების შესახებ, თუ რა აქტივობებს ახორციელებს "კონკურენციის სააგენტო" ნავთობის ბაზრის მიმართულებით, დეტალებზე საუბარი ამ ეტაპზე, მოკვლევის ინტერესებიდან გამომდინარე, ნაადრევია",- განაცხადა ბარაბაძემ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმა კონკურენციის სააგენტოს დეტალური ანგარიშის წარმოსადგენად 10-დღიანი ვადა მისცა.