112 შმმ პირებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა

112 შმმ პირებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა

   შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი, უახლოეს მომავალში შშმ პირებისათვის 112-ზე წვდომის უზრუნველყოფას გეგმავს, რაც მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეოზარის საშუალებით ცენტრთან დაკავშირებას გულისხმობს. 

   შშმ პირებისათვის, კერძოდ მეტყველება შეზღუდული და სმენადაქვეითებული პირებისათვის ეს იქნება 112-თან დაკავშირების ალტერნატიული არხი, რათა საჭიროების შემთხვევაში მათ დამოუკიდებლად შეძლონ ცენტრთან დაკავშირება და დახმარების მიღება.

   112-ის წარმომადგენლები გამოცდილების გაზიარების მიზნით უკვე იმყოფებოდნენ ირლანდიაში, სადაც აღნიშნული სერვისი კარგად აპრობირებულია. 112-ის წარმომადგენლები ადგილზე დააკვირდნენ მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეო ზარის საშუალებით დაკავშირების მუშაობის სპეციფიკას. ვიზიტების დროს მოხდა, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება.

   აღსანიშნავია, რომ ამჟამად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უცხოელ ექსპერტებთან ერთად, მზადდება და ტრენინგდება სპეციალური პერსონალი.

პროექტი უკვე აქტიურ ფაზაშია. 112-ს აღნიშნული ახალი სერვისი 2015 წლის გაზაფხულიდან დაემატება.

   პროექტის ხელშემწყობია გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (შიდა).

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: