თეა წულუკიანი: მთავარ პროკურორს და პროკურატურას საზოგადოებასთან სათანადო კომუნიკაცია ჭირდებათ!

თეა წულუკიანი: მთავარ პროკურორს და პროკურატურას საზოგადოებასთან სათანადო კომუნიკაცია ჭირდებათ!

 " არჩილ კბილაშვილსა და მთავარ პროკურატურას შორის სხვადასხვა უკიდურესობაა. საქართველოს მთავარი პროკურატურა არ არის ისეთი საჯარო ფიგურა, რომელიც მედიასთან მუდმივად უნდა კონტაქტობდეს, თუმცა ორივეს  საზოგადოებასთან კომუნიკაცია აუცილებელია". აღნიშნულზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა "მაესტროს ცხრიანში" ისაუბრა. 


"ეს ორი სხვადასხვა უკიდურესობაა და შუალედი იქნება საპოვნელი. მთავარი პროკურორი არ უნდა იყოს ისეთი ტიპის საჯარო ფიგურა, რომელიც მუდმივად არის მედიასთან და საზოგადოებასთან კონტაქტში. ეს არ არის მისი ფუნქცია. მისი ფუნქცია დანაშაულთან ბრძოლა და ადამიანის უფლებების დაცვაა, მაგრამ მთავარ პროკურორს და პროკურატურას ჭირდებათ საზოგადოებასთან სათანადო კომუნიკაცია და ეს როგორ უნდა მოხდეს, თუ არა მედიის დახმარებით?! შუალედი იქნება საპოვნელი, თუმცა მთავარი არის საქმე და კომუნიკაციის საშუალება შეიძლება უფრო მარტივად გამოიძებნოს. ის რომ, მედიას აქვს იმის განცდა, რომ ადრე მარტივად ღებულობდნენ პასუხებს და ახლა ვეღარ, რა თქმა უნდა, გამოსასწორებელია,"- აღნიშნა წულუკიანმა.



საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: