ჯენ ფსაკი: ევროპარლამენტარების მხარდაჭერა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში!

ჯენ ფსაკი: ევროპარლამენტარების მხარდაჭერა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში!

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას ულოცავს.

 ასობით ევროპარლამენტარის მიერ მხარდაჭერა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციაში- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ.

"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ულოცავს საქართველოს ევროპარლამენტის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას. კენჭისყრა ევროპის საქართველოსადმი მზარდი ნდობის დემონსტრირება და ქვეყნის ფართო რეფორმების მუდმივი განხორციელების დამადასტურებელია. აშშ-ი უერთდება ევროკავშირს ქართველი ხალხის მხარდაჭერაში, რამდენადაც ისინი განაგრძობენ რეფორმებს და ევროპულ და ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში ინტეგრაციას", - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: