"პიკასოს კლუბი" გაიყო
"პიკასოს კლუბი" გაიყო და დაფუძნდა ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩვენი გზა", რომლის დამფუძნებელი არჩილ ხარბედიაა. მისი თქმით ორგანიზაციის ძირითადი ბირთვი იგივეა, რაც "პიკასოს კლუბში" და უარყო ამ ორი ორგანიზაციის დაპირისპირება.
-"ჩვენი დაკავშირება "ნაციონალურ მოძრაობასთან" არასწორია, ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა აპოლიტიკურ ძალასთან და არ არის პოლიტიკური. ჩვენ მკვეთრად ვითანამშრომლებთ ევროპასთან, რათა კიდევ ერთხელ დავარწმუნოთ ყველა ამ გზის მიყოლის აუცილებლობაში. კიდევ ერთი-ჩვენ არ ვაპირებთ ჩასაფრებულ პოზიციაში ყოფნას, პირიქით, თუ რაიმე პოზიტიურს გააკეთებს ხელისუფლება, ჩვენ ნზად ვართ გვერდით დავუდგეთ, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ ასეთი ნიშნები არ შეინიშნება"-განაცხადა ხარბედიამ.