თეა წულუკიანი: "ნაციონალური მოძრაობა" 41:5 დავამარცხე!

თეა წულუკიანი: "ნაციონალური მოძრაობა" 41:5 დავამარცხე!

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პასუხობს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "მაესტროს ცხრიანში" განაცხადა: "ვიზიარებ, რომ სააკაშვილი არის ფრიადოსანი, მე კი ვარ ორმოცდაერთოსანი და კოალიციასთან ერთად "ნაციონალური მოძრაობა" 41:5 დავამარცხე," წულუკიანმა ასევე  აღნიშნა, რომ საქართველოს დღევანდელი მთავრობა უფრო წარმატებულია, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყნის მთავრობა.

"ჩვენ ვართ უფრო წარმატებული მთავრობა, ვიდრე ბევრი აღმოსავლურ ევროპული ქვეყნის მთავრობა, თუნდაც ეკონომიკური ზრდის, თუნდაც რეფორმების კუთხით, რაც არ იყო ბატონი "ხუთოსნის" გეგმებში მთელი 9 წლის განმავლობაში. თუკი შეცდომა არის ის, რომ ციხეებში არავის აუპატიურებენ, თუკი შეცდომა არის ის, რომ მოსამართლე ჩემგან თავისუფალია, მზად ვარ მივიღო ეს "შეცდომა", - აღნიშნა მინისტრმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: