ზურაბ აბაშიძე: თუ პუტინთან შეხვედრა შედგება, კონფლიქტების დარეგულირების თვალსაზრისით მან შედეგი უნდა მოიტანოს!

ზურაბ აბაშიძე: თუ პუტინთან შეხვედრა შედგება, კონფლიქტების დარეგულირების თვალსაზრისით მან  შედეგი უნდა მოიტანოს!

 საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობაში ზურაბ აბაშიძე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება, იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის პრეზიდენტი  საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან შესახვედრად მზად არის.


 "შეხვედრა რაღაც ეტაპზე უნდა შედგეს, მაგრამ ამას სჭირდება დეტალური მოამზადება", - განაცხადა აბაშიძემ.

მისი თქმით, ქართული მხარის პოზიციაა, რომ თუკი ასეთი შეხვედრა შედგება, მან უნდა მოიტანოს გარკვეული შედეგი, კონფლიქტების ეტაპობრივი დარეგულირების თვალსაზრისით.

 "ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია იმ საკითხების განხილვა, რომელიც ყველაზე მწვავე თემებს უკავშირდება - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის პრობლემები," - განაცხადა აბაშიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: