თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს
თბილისის საკრებულომ დღეს დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს.
"ამ მოცულობის ბიუჯეტი თბილისს არ მიუღია, ეს არის 803 - მილიონიანი ბიუჯეტი, მეორე - ოცი ახალი პროგრამა ემატება ბიუჯეტს, რომელიც არის მიმართული ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისათვის და მესამე - ეს არის სწორედ პასუხი ჩემს ოპონენტებს, მსგავსი ჩაშლილი ბიუჯეტი, პროგრამული ბიუჯეტი თბილისს დღემდე არ მიუღია", - აცხადებს საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშია.
ბიუჯეტთან დაკავშირებით კომენტარი თბილისის მერის მოადგილემ გიორგი ხელაიამაც გააკეთა.
"რჩება პრიორიტეტები ისევ ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება, ინფრასტრუქტურა, რჩება გამგეობების დაფინანსების ზრდა, ბაგა-ბაღების დაფინანსება და მთლიანობაში გამწვანებითი ღონისძიებები",-აცხადებს გიორგი ხელაია.
საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერენ.
"მიდინარე პროექტები, რომელსაც ჩვენ წლების განმავლობაში ვახორციელებდით, გრძელდება, ამით თავის მოწონება ნათლად მიუთითებს დავით ნარმანიას გუნდის უუნარობაზე",-აცხადებს ირაკლი აბესაძე.
შეგახსენებთ, თბილისის მერიამ თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი 11 ნოემბერს გამოაქვეყნა.