ირაკლი წერეთელი:-"სირცხვილი თამარ გვერდწითელსა და სოსო პავლიაშვილს!"

ირაკლი წერეთელი:-"სირცხვილი თამარ გვერდწითელსა და სოსო პავლიაშვილს!"

   მოსკოვში მოღვაწე ქართველი მომღერლების თამარ გვერდწითელის და სოსო პავლიაშვილის სიმღერას "ჩემი რუსეთი" ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი ირაკლი წერეთელი ეხმიანება და ამბობს:

   -"სამარცხვინოა, როცა ქართველი მომღერლები რუსეთს უმღერიან, როგორც საკუთარ სამშობლოს. ვინ არის ღირსეული და ნამდვილი ქართველი? მხოლოდ და მხოლოდ ის, ვისთვისაც ერთადერთი სამშობლო საქართველოა. ქართველი სიყვარულითა და სიკეთით უნდა იყოს სავსე და ღმერთის მიერ შექმნილი მთელი სამყარო უნდა უყვარდეს, მაგრამ მშობელ ქვეყნად მხოლოდ საქართველოს და მარტო საქართველოს უნდა მიიჩნევდეს. რუსეთის ხოტბა-დიდება, მით უფრო დღეს, ქართველის მხრიდან, არის ეროვნული სიამაყის, თავმოყვარეობისა და ღირსების ფერხთაქვეშ გათელვა. ყოვლადსამარცხვინო მლიქვნელობა და პირმოთნეობა დამპყრობელი იმპერიის წინაშე... სირცხვილი თამარ გვერდწითელსა და სოსო პავლიაშვილს!"

 

   თამარ გვერდწითელი და სოსო პავლიაშვილი-"ჩემი რუსეთი"

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: