გიორგი ლაღიძე:-"უახლოეს დღეებში ვაპირებთ მივმართოთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას და მოვითხოვოთ ამ საკითხზე განმარტებები"

გიორგი ლაღიძე:-"უახლოეს დღეებში ვაპირებთ მივმართოთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას და მოვითხოვოთ ამ საკითხზე განმარტებები"

 

   საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავლაბრის რეზიდენციაში არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება. 

   შეხვედრის თემაა ოკუპირებულ ტერტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარება.

   გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრას ესწრებიან: "ახალი მემარჯვენეები", "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა", "ქართული დასი", "მემარცხენე ალიანსი", "საქართველოს გზა", ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, "სამოქალაქო ალიანსი" და "ევროპელი დემოკრატები".

   უახლოეს მომავალში ასევე იგეგმება გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან.

 

   პარტია "მომავალი საქართველო"-ს  ლიდერი გიორგი ლაღიძე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის შეხვედრას და განცხადებას ავრცელებს:

   _ "მინდა დავაფიქსირო ჩვენი პოზიცია ამ შეხვედრასთან დაკავშირებით და განვაცხადო, რომ მნიშვნელოვანია როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ხვდება არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს, თუმცა  ჩვენი გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ამ შეხვედრაზე არ იქნა მიწვეული ჩვენი პოლიტიკური პარტია და სხვა არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი.  როგორც სჩანს საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს იმ მავნე ტრადიციას, რაც  დანერგა წინა ხელისუფლებამ.  ოპოზიციური პარტიების პირადი სიმპატიებით შერჩევა პრეზიდენტის მიერ და მათთან შეხვედრა მიანიშნებს იმაზე რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები ჯანსაღად არ ვითარდება, რაც საერთო ჯამში ქვეყნის სტაბილურობას და დემოკრატიული გზით განვითარებას ხელს ნამდვილად არ შეუწყობს.  ჩვენ უახლოეს დღეებში ვაპირებთ მივმართოთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას და მოვითხოვოთ ამ საკითხზე განმარტებები".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: