ჯონდი ბაღათურია:-"დღეს პრეზიდენტს აქვს უნიკალუში შანსი გამოიჩინოს გაბედულება"

ჯონდი ბაღათურია:-"დღეს პრეზიდენტს აქვს უნიკალუში შანსი გამოიჩინოს გაბედულება"

   დასრულდა პრეზიდენტისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრა. შეხვედრის მთავარი თემა იყო აფხაზეთი და სამაჩაბლო. ამ შეხვედრისას კიდევ ერთი საკითხი გაჟღერდა, ეს არის საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა, რაზეც არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ.

   შეხვედრის შემდეგ "ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა:

   -"დღეს პრეზიდენტს აქვს უნიკალუში შანსი გამოიჩინოს გაბედულება და თავის თავზე აიღოს ვალდებულება, ჩავიდეს რუსეთში, ელაპარაკოს რუსეთის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. ჩვენ ყველამ მოვისმინეთ პუტინის განცხადება, რომ პუტინი მზადაა ხელი შეუწყოს აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებას საქართველოს იურისდიქციაში".

   თუმცა ჯონდი ბაღათურიას არ ეთანხმება "ევროპელი დემოკრატების" ლიდერი პაატა დავითაია და ამბობს, რომ პუტინს ასეთი რამ არ უთქვამს.

   -"ეს იყო იმპერატორის განცხადება და არავითარი მზაობა არ გამოუთქვამს პუტინს"-განაცხადა დავითაიამ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: