"ივერიონზე" გამოქვეყნებულ სიუჟეტს გამოხმაურება მოჰყვა

"ივერიონზე" გამოქვეყნებულ სიუჟეტს გამოხმაურება მოჰყვა

   "ივერიონზე" გამოქვეყნებულ სიუჟეტს -"300 ლარი, რომელზეც ორი ადამიანის მომავალია დამოკიდებული"http://iverioni.com.ge/10298-300-lari-romelzec-ori-adamianis-momavalia-damokidebuli.html რომელშიც ნანა ლეჟავას და მისი შვილის, ნიკოლოზის გასაჭირი იყო მოთხრობილი, უკვე გამოხმაურება მოჰყვა.

   ჩვენ დაგვიკავშირდა ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც გვითხრა, რომ ნანა ლეჟავას გადაურიცხავს ოპერაციისთვის საჭირო 300 ლარს, რომელზეც ოჯახის მომავალია დამოკიდებული. ამ ადამიანს არ სურს თავისი ვინაობის გამხელა.

   -"ეს ყველა ადამიანის მოვალეობაა. კარგი საქმე გააკეთე და გაიარეო- ნათქვამია, მე სულ არ მახსენოთ, რა საჭიროა იცოდეს ან მან და ან სხვამ, უბრალოდ გადეცით არ ინერვიულოს"-გვითხრა მან.

   "ივერიონი" მადლობას უხდის ამ პიროვნებას იმისთვის, რომ ასეთი სიკეთე გააკეთა და ვისურვებთ, გვიმრავლოს ასეთი ქართველები და მადლობას ვუხდით იმისთვისაც, რომ გვკითხულობს.

 

კიდევ ერთხელ გთავაზობთ სიუჟეტს და ანგარიშის ნომერს.

 

მიმღების IBAN ანგარიშის # GE25 BR07 0000 3601 0004 38

მიმღების ბანკი ს.ს. ბანკი „რესპუბლიკა”
ბანკის BIC კოდი: REPLGE22

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: