გიორგი კალანდაძე საპატიმროს დღეს დატოვებს!
გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე წინასწარი დაკავების იზოლატორს დღეს დატოვებს, რადგან კალანდაძის მიმართ დაკისრებული გირაო 20 000 ლარი გუშინ გადაიხადეს.
რაც შეეხება 20 ათას ლარს, რომლის გადახდაც კალანდაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით დაეკისრა, მისი გადახდა დღეს იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაიას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, ხოლო გიორგი კალანდაძესა და ზურაბ შამათავას, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 20 000-ლარიანი გირაო დაეკისრათ.