ვაკო ფაჟავა:-"ჟენევის მოლაპარაკებებით ტყუილად ნუ აიმედებენ დევნილებს!"
არასამთავრობო ორგანიზაციის "ნოვატორების" ლიდერი ვაკო ფაჟავა ოკუპირებული ტერიტორიების გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და ქართულ მხარეს მიმართავს:
-"აფხაზებს მხოლოდ ერთი ბელადი ჰყავთ- რუსეთი! მოვა დრო, როცა ჩვენს ფეხებთან ვიხილავთ მათ უმრავლესობას.. მინდა ვუთხრა ქართულ მახრეს, რომ ჟენევის მოლაპარაკებებით ტყუილად ნუ აიმედებენ დევნილებს, რადგანაც უკვე 33 -ე უშედეგო რაუნდმა და შეხვედრამ ასი ათასობით დოლარი გაიფანტა ტყულად. ჯობდა ამ თანხებით იმ აფხაზეთიდან დევნილ და ნამდვილ ჭეშმარიტ აფხაზებს დახმარებოდით, რომლებმაც საქართველო არჩიეს რუსულ ჩექმას...
...მე ვპირდები ყველა დევნილს, რომ მოვა დრო და ჩვენ ერთად დავბრუნდებით ჩვენს მშობლიურ მხარეში.!"