" თანადგომის ცენტრის" აქცია პარლამენტის შენობასთან

" თანადგომის ცენტრის" აქცია პარლამენტის შენობასთან

   აქია "ერთმანეთის გულების გასათბობად" თბილისში პარლამენტის  წინ 20 დეკემბერს 11:00 საათზე დაიწყება. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მონაწილეთა შორის ცნობილი და საზოგადოებისთვის საყვარელი სახეებიც იქნებიან. 

   -"გვექნება ბუშტები, რომლებსაც დავურიგებთ ადამიანებს ბევრ და გულწრფელ ღიმილთან ერთად, რათა ოდნავ მაინც გავფანტოთ ის ნეგატივი და აგრესია რაც ირგვლივ დაგროვდა - არ აქვს მნიშვნელობა მიზეზებს! მთავარია ვეცადოთ ჩავანაცვლოთ პოზიტივით და ოდნავ მაინც გავუთობოთ ერთმანეთს გულები და გავახაროთ, რომ ოდნავ მაინც ვენდოთ ერთმანეთს… საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სავაჭრო ცენტრებსა და სხვა დაწესებულებში, და უბრალოდ - ქუჩაში. მონაწილეთა შორის იქნება ცნობილი და საზოგადოებისთვის საყვარელი სახეები-აცხადებენ საქველმოქმედო ორგანიზაცია " თანადგომის ცენტრში".

   საქველმოქმედო ორგანიზაცია მოსახლეობას "ღიმილის ფესტივალში" მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: